„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავს.

შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

“ჩიხში შესულირ ადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია. ამასთან განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილული იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც. “ქართული ოცნება არის ღირსების, თავისუფლებისა და მშვიდობის გარანტი ამ ქვეყანაში და არავის მივცემთ მისი წარსულში დაბრუნების შესაძლებლობას. გასული დღეების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ რადიკალების წარუმატებლობისთვის განწირული მცდელობა კიდევ ერთხელ აერიათ ქვეყანა არჩევნების დასრულების შემდეგაც კი. საზოგადოებას ვაძლევთ მკაფიო პირობას, რომ ვერცერთ ასეთ მცდელობას წარმატება ვერ ექნება,’’-აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან, რაც მისი თქმით, “რადიკალების მცდელობას, კიდევ უფრო არიონ ქვეყანა, საბოლოო წერტილს დაუსვამს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *