იუსტიციის სამინისტროსთან, სადაც ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ერთმანეთს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თემურ კუპატაძე და ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ.

ლევან ხაბეიშვილმა თემურ კუპატაძეს განმარტებები მის ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოსთხოვა. მან კითხვით მიმართა შსს-ს მაღალჩინოსანს, საიდან ფლობს მცხეთაში სახლს და მილიონიან ქონებას.

 

 

საპასუხოდ თემურ კუპატაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი დეკლარაციაშია მითითებული.

 

„ეს არის კამერებთან კეკლუცი ადამიანი, შენ კეკლუცობ კამერებთან. შენ ხარ კეკლუცი მოცეკვავე კამერებთან, მეტი არაფერი. შენ ჩინოვნიკი რომ გახდები, ვერასდროს ვერაფერს ვერ გააკეთებ. შენ ხარ ინტრიგანი, პროვოკატორი ადამიანი. შენ ხარ უზრდელი, რომ დაიბადე იმის მერე. მოდი პირობა დავდოთ: თუ ჩემს კორუმპირებულებას დაამტკიცებ, მე წავალ შსს-დან, თუ ვერ დაამტკიცე – შენ წადი პოლიტიკიდან,“- ასე მიმართა თემურ კუპატაძემ ლევან ხაბეიშვილს.

იუსტიციის სამინისტროსთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ. აქციები ასევე მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროსა და სუსის შენობებთან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *