საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პროცესზე სასამართლომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს.

,,სასამართლომ თქვა, რომ სუს-ის მონაჭორზე, ცხვარიაშვილის გამონაგონზე დაყრდნობით, ის პროცესებს წარმართავს მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე. მინდა მივმართო საზოგადოებას, მთელი 9 წლის მანძილზე გვკვებავდნენ მითით, რომ მიხეილ სააკაშვილს აგებინებდნენ პასუხს, გვკვებავდნენ მითით, როგორი საშიში იყო სააკაშვილი და დღეს ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გასამართლება. ჩვენ ვხედავთ, სასამართლო სისტემა როგორ არის აბსოლუტურად მოშლილი და რეაგირებენ მხოლოდ პიროვნულ, უმნიშვნელო საკითხებზე, მაგრამ გლობალურ, კანონდარღვევის საკითხებზე, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის საკითხებზე რეაქცია არ აქვთ,’’-ამბობს ბექა ბასილაია.
მისივე თქმით, მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე დისტანციურად დასწრების წინადადებაც აღარ განუხილვს, რადგან ასეთ შემთხვევაშიც შესაძლებელია მისი გამოჩენა,”-ამბობს ბექა ბასილაია. 

მომდევნო პროცესი 29 ოქტომბერს ჩაინიშნა. ადვოკატის შეფასებით, ხელისუფლება ელოდება დროს, როცა მიხეილ სააკაშვილი ვეღარ შეძლებს გადაადგილებას და საუბარს.

“ისინი ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ ნამდვილად გადაადგილება ვერ შეძლოს, ისინი ელოდებიან იმ მდგომარეობას, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს საუბარს და ამის შემდგ დაიწყებენ ჩვენ მზად ვართ, საბადრაგო სამსახური მზად არის, მიხეილ სააკაშვილი ვერ მოდის, ისინი ელოდებიან მდგომარეობას, როდესაც ქუჩის პროტესტი ჩაცხრება და ხალხი გატყდება,’-ამბობს ბექა ბასილაია.

დღეს სააკაშვილის უფლებადამცველებმა სასამართლო პროცესი დატოვეს. ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია მოსამართლის გაჯიუტება იმაზე, რომ სხდომაზე კიდევ ორი ადვოკატი, ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი შევიდეს
მიხეილ სააკაშვილი, მისი სურვილის მიუხედავად, სასამართლო პროცესს არ დაასწრეს. პენიტენციური სამსახური ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ შესაძლოა სასამართლო დარბაზში ესკორტირებისას მოხდეს დესტრუქციული ხასიათის ქმედება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *