ადვოკატის განცხადებით, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს მიხეილ სააკაშვილისადმი არაადამიანური მოპყრობა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები ადასტურებს, იმას რომ ექსპრეზიდენტის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.
მისი თქმით, გარდა არაადამიანური მოპყრობისა, კადრები იმასაც ადასტურებს, რომ ექსპრეზიდენტი სურვილის საწიინააღმდეგოდ
გადაიყვანეს გლდანის საავადმყოფოში. 

"კადრებში ვიხილეთ #18 დაწესებულებაში მოყვანის პროცესი, სადაც ნათლად დასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა აღმოაჩინა, რომ ის არ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში და მიუხედავად მისი კატეგორიული წინააღმდეგობისა, ის მოიყვანეს გლდანის #18 დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილი, ბუნებრივია, არ თანხმდებოდა ამ პროცესს და აფიქსირებდა საკუთარ წინააღმდეგობრივ პოზიციას და ეს არის ზუსტად ასახული ამ კადრებზე და ასევე, არაადამიანური მოპყრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რაზეც ვაპელირებდით ზუსტად, ღირსებისშემლახავი მოქმედება, რაც ბუნებრივია, სამწუხაროა", — აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

პენიტენიცურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.

თავდაპირველად, ვიდეოში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი ათამდე ბადრაგმა სასწრაფო დახმარების მანქანიდან იძულებით, მისი სურვილის წინააღმდეგ გადმოიყვანა, შენობაში და შემდეგ ლიფტში, ასევე, ძალის გამოყენებით, ხელში აყვანილი შეიყვანა, რა დროსაც მას ტანსაცმელი თითქმის გახდილი აქვს.

ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოს პალატაში უკვე წელზევით შიშველი შეჰყავთ და პირდაპირ იატაკზე სვამენ. ვიდეოს არ აქვს ხმა, თუმცა ჩანს, რომ უკვე პალატაში სააკაშვილი ჩხუბობს და სამედიცინო ხელსაწყოს იატაკზე აგდებს. სიტყვიერი დაპირისპირების დროს, კადრებში ჩანს, რომ სააკაშვილი პალატაში მყოფი პირისკენ გაიწია, თუმცა ხელი არ დაურტყამს.

მისდამი ასეთ მოპყრობაზე სააკაშვილმა იმ დღესვე ისაუბრა, როდესაც გლდანის ციხეში გადაიყვანეს. გავრცელებულ წერილში ის იქ შეყვანის დეტალებს აღწერს. სააკაშვილის თქმით, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, იძულებით შეიყვანეს გლდანის მე-18 დაწესებულებაში, კრიმინალების გინების ქვეშ გაათრიეს მიწაზე, ჩაარტყეს კისერში, ათრიეს თმებით, რა დროსაც წინააღმდეგობა გაუწია.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა იმპორტიორებს მედიკამენტების
დროულად შემოტანისკენ მოუწოდა.
12:22 / 24.01.2022

მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა იმპორტიორებს მედიკამენტების დროულად შემოტანისკენ მოუწოდა.

უკრაინა ისე როგორც არასდროს რუსეთისგან მორიგი დიდი ომის
მოლოდინშია, ჩვენ მოძმე ერს ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა!
კვირას, 23 იანვარს 14:00 სთ-ზე, ლადო მესხიშვილის თეატრის
წინ.
 
დავდგეთ ერთად უკრაინისთვის!
17:49 / 21.01.2022

უკრაინა ისე როგორც არასდროს რუსეთისგან მორიგი დიდი ომის მოლოდინშია, ჩვენ მოძმე ერს ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა!

კვირას, 23 იანვარს 14:00 სთ-ზე, ლადო მესხიშვილის თეატრის წინ.

დავდგეთ ერთად უკრაინისთვის!

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით, მესამე
პრეზიდენტისადმი არაადამიანური მოპყრობის კადრების გაცნობის შემდეგ
დასტურდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გლდანის პენიტენციურ
დაწესებულებაში მოტყუებით არის მიყვანილი.
16:09 / 21.01.2022
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით, მესამე პრეზიდენტისადმი არაადამიანური მოპყრობის კადრების გაცნობის შემდეგ დასტურდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მოტყუებით არის მიყვანილი.

გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი -2 - 6 °C
img
ქუთაისი 2 - 7 °C
img
ბათუმი 3 - 5 °C
img
სოხუმი 2 - 6 °C
img
ფოთი 3 - 6 °C
img
თელავი -1 - 8 °C
img
მესტია -9 - -4 °C
img
ზუგდიდი 0 - 4 °C
img
ბორჯომი -5 - 1 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
დღეს, ქუთაისში გაიმართება ფილმის - "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" ჩვენება

დღეიდან, 3 იანვრიდან  ქუთაისში,  კინო "საქართველოში" გაიმართება  ფილმის - რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ" ჩვენებები.
13:22 / 03.01.2022
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
22:44 / 29.12.2021
ქუთაისის მერის ხელფასის გაორმაგებასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე ხმაურია
ქუთაისის საკრებულო ქალაქის მერისთვის ხელფასის ზრდაზე მსჯელობს.
16:12 / 29.12.2021
პოლიტიკის სიახლეები
ღარიბაშვილი იმპორტიორებს მოუწოდებს, თურქეთიდან მედიკამენტები დროულად შემოიტანონ
12:22 / 24.01.2022

მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა იმპორტიორებს მედიკამენტების დროულად შემოტანისკენ მოუწოდა.
სამოქალაქო აქტივისტების სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!
17:49 / 21.01.2022

უკრაინა ისე როგორც არასდროს რუსეთისგან მორიგი დიდი ომის მოლოდინშია, ჩვენ მოძმე ერს ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა!

კვირას, 23 იანვარს 14:00 სთ-ზე, ლადო მესხიშვილის თეატრის წინ.

დავდგეთ ერთად უკრაინისთვის!

  ,,ის რაც ვნახეთ იმაზე მძიმეა კადრებია, ვიდრე ის, რაც გასაჯაროვდა’’-ნიკა გვარამია
16:09 / 21.01.2022
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით, მესამე პრეზიდენტისადმი არაადამიანური მოპყრობის კადრების გაცნობის შემდეგ დასტურდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მოტყუებით არის მიყვანილი.
,,გამდიდრებული მთავრობა! მოტყუებული ხალხი" -ქუთაისში გაზრდილ ტარიფებს აპროტესტებენ
11:53 / 21.01.2022
,,გამდიდრებული მთავრობა! მოტყუებული ხალხი!" , ,,ქუთაისის მერი - 5500 ლარი, სოციალურად დაუცველი -60 ლარი", ,,ბიძინა სად არის განახევრებული ტარიფები"-