ე.წ. პიჯაკების საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 2 დეკემბერს ჩაინიშნა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილება მოითხოვეს.

ადვოკატ ბექა  თქმით,  მოსამართლე აღნიშნულ სხდომაზე “მიუკერძოებელი მსაჯული” არ არის. 

“თქვენ ახლა რაც გააჟღერეთ, რა პოზიციაც ჩამოაყალიბეთ უკანასკნელი 15 წუთის მანძილზე ერთად აღებული ან ცალ-ცალკე დაშლილი თქვენი უპირობო აცილების საფუძველია ამ საქმეზე და მე ვაჟღერებ თქვენი აცილების შუამდგომლობას”, — აღნიშნა ბასილაიამ. 

დღეს პენიტენციურმა დაწესებულებამ  მიხეილ სააკაშვილი სხდომაზე კვლავ არ  გადაყვანაზე. უწყებამ ამის მიზეზებად დესტრუქციულ ქმედებები და სააკშვილის ჯანმრთელობის რისკები დაასახელა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *