დასავლელ პარტნიორებზე მმართველი პარტიის თავდასხმები შემაშფოთებელი ტენდენციის სახეს იღებს - არასამთავრობოები

,,ხელისუფლება ბოლო დროს, სულ უფრო კამპანიურ ფორმას აძლევს ჩვენს დასავლელ მეგობრებზე თავდასხმებს.

ცალკეული ჯგუფები და ლიდერები არც შეურაცხმყოფელ ტონს ერიდებიან და ხშირად, ადანაშაულებენ  ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში მათ.  ასეთი რიტორიკით, ქვეყანას ზიანი ადგება,’’-ასე ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც დასავლელ პარტნიორებს ,,კრიმინალების მფარველები’’ უწოდა. განცხადებას ხელს 21 ორგანიზაცია აწერს.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა,  როდესაც მმართველი პარტიის ლიდერები საჯაროდ და დაუფარავად ესხმიან თავს უცხოელ პარტნიორებს, როცა ისინი კრიტიკულად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ეს კრიტიკა ხშირად ეხება სასამართლო სისტემაში შექმნილ მდგომარეობას, პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს, საარჩევნო დარღვევებს თუ სხვა საკითხებს, რომლებიც მათი, როგორც ქვეყნის გულშემატკივრების, სამართლიან გულისწყრომას იწვევს. მათი გულწრფელი სურვილია საქართველოს მოქალაქეებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მათ ღირსეული ცხოვრებისა და განვითარების შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლებენ დამოუკიდებელი სასამართლოს უფლებით, პოზიციის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობით, მაღალი ხარისხით ჩატარებულ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმა იქნება დაცული, იარსებებს მკვეთრი ზღვარი მმართველ პარტიასა და მთავრობას შორის და ყველა ინსტიტუტი იმუშავებს გამართულად, მოქალაქეთა საკეთილდღეოდ. სწორედ ასეთ საქართველოს უჭერს მხარს დასავლეთი. ზუსტად ამიტომ, მათ არაერთხელ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ისინი არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას თუ პოლიტიკურ ჯგუფს, არამედ ქართველ ხალხს გულშემატკივრობენ.

ნაცვლად იმისა, რომ ობიექტური კრიტიკა გაიზიაროს და სხვადასხვა მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესებისკენ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, ხელისუფლება ბოლო დროს, სულ უფრო კამპანიურ ფორმას აძლევს ჩვენს დასავლელ მეგობრებზე თავდასხმებს. ცალკეული ჯგუფები და ლიდერები არც შეურაცხმყოფელ ტონს ერიდებიან და ხშირად, ადანაშაულებენ  ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში მათ, ვის პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზეც საქართველოს სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული. ასეთი რიტორიკით, ქვეყანას, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა განვითარების დასავლურ ვექტორს უჭერს მხარს, სულ უფრო მეტი ზიანი ადგება. ამას ემატება საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან რეფორმებსა და  დასავლეთის ფინანსურ დახმარებებზე საჯაროდ უარის თქმა. საგანგებო აღნიშვნის ღირსია, საქართველოში ბოლო დროინდელი პოლიტიკური კრიზისების დარეგულირებაში ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გაწეული უდიდესი ძალისხმევით მიღწეული შედეგები, რომლებიც საბოლოოდ უგულვებელყოფილი იქნა ხელისუფლების მხრიდან.

ყველა ზემოთაღნიშნული ფაქტი ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას იწვევს. აშკარაა, რომ უკვე ტენდენციის ფორმას იღებს ხელისუფლების დაპირისპისპირება დასავლელ პარტნიორებთან. როგორც ჩანს, მმართველი პარტია არ აპირებს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წარმართვას და ამისთვის მზადაა დასავლეთის სახელმწიფოებთან და პოლიტიკოსებთან ურთიერთობაც გაიფუჭოს, ქვეყანას კი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნება იყო და არის ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია. ვფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლება მსგავსი ქმედებებით და განცხადებებით სულ უფრო გვაშორებს ჩვენს ისტორიულ არჩევანს,"-წერია განცხადებაში.

13 ნოემბერს ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპელი პარტნიორები გააკრიტიკა და მათ ,,კრიმინალების მფარველები’’ უწოდა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა
იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა
ზაზა ლომინაძემ,
00:00 / 08.08.2022
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ,
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც
იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა
მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო
შესყიდვებში.
17:35 / 29.07.2022
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.
14:27 / 28.07.2022
"ქართული ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა
ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ
შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ
ყოფილა.
12:20 / 28.07.2022
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის პირად
პრობლემას შვეიცარულ ბანკთან საქართველოში მიმდინარე პროცესებს
უკავშირებს.
12:11 / 27.07.2022
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის პირად პრობლემას შვეიცარულ ბანკთან საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქართულ კომაპნიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ტენდერებში
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.
17:35 / 29.07.2022
,,ლაშა ჩხიკვაძე უკვე ღიად ჩაერთო მთავრობის ანტიდასავლურ პროპაგანდაში’’-ნიკა გვარამიას ადვოკატი
,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დღევანდელი განცხადებით "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პროპაგანდაში ღიად ჩაერთო.
15:53 / 15.07.2022
ტორესა მოსმა და ნენე კვინიკაძემ, ქუთაისელ აუდიტორიასთან ერთად, საზოგადოებაში საბჭოურ გადმონაშთებზე იმსჯელეს
ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა რეალობის კვალზე სასაუბროდ, ქუთაისს მწერლები - ტორესა მოსი და ნენე კვინიკაძე ეწვივნენ.
15:30 / 20.07.2022
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას წარმოების უფლება შეუჩერეს

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში დაადანაშაულეს,  წარმოების უფლება შეუჩერდა.

14:12 / 28.07.2022
,,შვეიცარიულ ბანკთან ჩემს პრობლემებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირი კავშირი აქვს’’-ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის პირად პრობლემას შვეიცარულ ბანკთან საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.
12:11 / 27.07.2022
,,ქართული ოცნება’’ კიდევ ერთმა დეპუტატმა-გურამ მაჭარაშვილმა დატოვა
"ქართული ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება.
14:27 / 28.07.2022
,,დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი არ აქვს’’- კელი დეგნანი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა.
12:20 / 28.07.2022
პოლიტიკის სიახლეები
2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი შესრულდა
00:00 / 08.08.2022
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ,
ქართულ კომაპნიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნების ტენდერებში
17:35 / 29.07.2022
ევროკავშირის შესყიდვების საერთო ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში.
,,ქართული ოცნება’’ კიდევ ერთმა დეპუტატმა-გურამ მაჭარაშვილმა დატოვა
14:27 / 28.07.2022
"ქართული ოცნებიდან" წასულ სამეულს გურამ მაჭარაშვილიც უერთდება.
,,დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევის ინტერესი არ აქვს’’- კელი დეგნანი
12:20 / 28.07.2022
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა.
ამინდი
თბილისი 21 - 34 °C
img
ქუთაისი 22 - 35 °C
img
ბათუმი 22 - 28 °C
img
სოხუმი 23 - 28 °C
img
ფოთი 22 - 27 °C
img
თელავი 21 - 33 °C
img
მესტია 16 - 18 °C
img
ზუგდიდი 21 - 29 °C
img
ბორჯომი 16 - 28 °C
img