დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლო განხილვებში უშუალოდ მონაწილეობის უფლების შეზღუდვა უკანონოა.

 

,,პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში „გაყვანასთან“ დაკავშირებით და განმარტა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი ჰქონოდა უკონტროლო სიტუაციას და  ქაოსს, რაც ხელს შეუშლიდა ეტაპირების პროცესს.

სპეციალური პენიტენციური დაწესებულების არგუმენტები სხდომებში დისტანციურად მონაწილეობასთან დაკავშირებით, არათუ არ შეესაბამება სხდომის დისტანციურად ჩატარების საკანონმდებლო მოთხოვნებს, არამედ ამ საფუძვლით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასამართლო სხდომაზე დასწრების შეზღუდვას საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს,’’-ვკითხულობთ DRI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

DRI მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დარჩეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომებზე ფიზიკური დასწრება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *