ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “კოლექტიური მეგის ქარდავა შიმშილობს და “ნაცმოძრაობის” მიერ დადგმული სპექტაკლის მიზანი,

კვლავ ძალაუფლების დაბრუნება და იგივეს გამეორებაა”.  კობახიძის თქმით,  “კოლექტიური მეგის ქარდავები” მიიღებენ მკაცრ პასუხს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მიმდინარე პროცესებს ექნება სათანადო და კრიტიკული შეფასება. 

“ჩვენ გუშინ, კიდევ ერთხელ ვიხილეთ უმძიმესი კადრები. მეგის ქარდავა იყო უბრალო შემსრულებელი, მთავარი დამკვეთი იყო რათქმაუნდა, მიხეილ სააკაშვილი. ის იყო ადამიანი, რომელიც საქართველოში აწამებდა, ჩვენებებს აჭმევდა ადამიანებს, ბიზნეს არეკეტებდა და ჩააბარა 20% ჩვენი ტერიტორიების, მედიის სრული მონოპოლიზება განახორციელა, ასეთ სამარცხვინო ადამიანებთან გვაქვს საქმე.

დღეს, კოლექტიური მეგის ქარდავა შიმშილობს, გვაშანტაჟებს და გვემუქრება. არც ეს შანტაჟი და არც ეს მუქარა მათ არ გაუვათ. მიიღებენ ძალიან მძიმე პასუხს.  საუბარია იმაზე, რომ ნაცმოძრაობა აწყობს ამ სპექტაკლს და ისინი ამ სპექტაკლის საფუძველზე გვაშანტაჟებენ და გვემუქრებიან. მათ ბუნებრივია, არც შანტაჟი და არც მუქარა არ გაუვათ. მეგის ქარდავები მიიღებენ ძალიან მკაცრ პასუხს. მკაცრი პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერს ექნება სათანადო, კრიტიკული შეფასება.” – განაცხადა  ირაკლი კობახიძე 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *