სტრასბურგის სასამართლომ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უარი უთხრა სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვაზე.

ლომჯარიას თქმით, სტრასბურგმა უარი პროცედურული მოტივით თქვა და მისივე განცხადებით, არსებითი განხილვის დროს, კვლავ მიმართავს სასამართლოს მესამე მხარედ მონაწილეობის თხოვნით. 

„დღეს მივიღეთ ჩვენ სტრასბურგის სასამართლოსგან წერილი, სადაც ისინი გვეუბნებიან, რომ სამწუხაროდ, ისინი ვერ მიიღებენ ჩვენს თხოვნას დროებითი ღონისძიების პროცესში ინფორმაციის წარდგენაზე, რადგან როგორც სასამართლომ თქვა, ამას მათი პროცედურით მხოლოდ არსებითი განხილვის დროს ითვალისწინებს სასამართლო. ანუ მათ უარი გვითხრეს პროცედურული მოტივით. აქამდე მსგავსი პრეცედენტი არ არსებობდა, თუმცა ჩვენ მაინც ვცადეთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, 18 ნოემბერს ომბუდსმენმა სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საქმის დროებითი ღონისძიების პროცესში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *