პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს.

ამის შესახებ მან  მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

ღარიბაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში “საკმაოდ ლიბერალური” გახდა კანონმდებლობა და ახალგაზრდები დაკავებულნი არიან “მავნე ნივთიერებების” მოხმარებით. პრემიერმინუსტრი ამბობს, რომ ამ საკითხის აღსრულებას თავად გააკონტროლებს. 

“ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა ამ მეტად დამღუპველ, რომ იტყვიან მოძრაობაში, რასაც ჰქვია ნარკომანია. მე ვიცი, რომ ბოლო პერიოდში საერთოდ, მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები ნაცვლად იმისა, რომ დასაქმდნენ სპორტით, სხვადასხვა საქმიანობით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები აი, ამ სწორედ მავნე ნივთიერებების მოხმარებით. ამიტომ უნდა გამკაცრდეს მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ამის თაობაზე ჩვენ გვექნება დამატებით საუბარი მთავრობის სხდომაზე და მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს”, — თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *