ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი უფლებამოსილების შესრულებას დღეს ოფიციალურად შეუდგა.

იოსებ ხახალეიშვილი თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე  გამოქვეყნებულ მიმართვაში მადლობას უხდის ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის
და მოსახლეობას ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი გუნდის თანადგომით ქალაქის კომპლექსურ განვითარებას ჰპირდება. 

“დღეიდან, ოფიციალურად ვიწყებ მუშაობას ქუთაისის მერის პოზიციაზე, მეორე ვადით, არჩევნებში ჩემი თანაქალაქელების მიერ გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერის შემდეგ.

ეს ნდობა უდიდეს პასუხისმგებლობას მაკისრებს. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო- ქალაქი უნდა განვითარდეს შეუფერხებლად და კომპლექსურად. ეს მოხდება ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით და იმ გუნდის თანადგომით, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობაშია.
ჩვენ უკვე ბევრი პროექტი განვახორციელეთ ერთად, კიდევ უფრო მეტი გვაქვს დაგეგმილი, რაც ქუთაისის უკეთესი აწმყოსა და ხვალინდელი დღის შესაქმნელადაა აუცილებელი. ერთად ყველაფერს შევძლებთ! “- ნათქვამია იოსებ ხახალეიშვილის მიმართვაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *