ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკიდან „ვარდების რევოლუციის“ 18 წლისთავს წერილით ეხმიანება

„ვარდების რევოლუციიდან“ 18 წლის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელახლა დებს ფიცს, რომ „ქვეყანა
დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას“.

ის განცხადებას ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს.

„რევოლუციამდე საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა სახელმწიფო. საქართველო გახდა "ერი სხვა ერთა შორის", როგორიც იყო ილია ჭავჭავაძის ოცნება. საქართველო იყო სიბნელეში და გაბრწყინდა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არ ვართ პატარა სოფელი იმით, რომ გავხდით მსოფლიოს მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა.

ამერიკის პრეზიდენტი საგანგებოდ ჩამოვიდა და გვიწოდა "მსოფლიო დემოკრატიის შუქურა". მითხრა, რომ ეს ვიზიტი იყო მის ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამაგონებელი მოგზაურობა.

2003 წლის ნოემბერში საქართველოში მშვიდობიანი სახალხო გამოსვლების სერია დაიწყო, რასაც მოჰყვა 23 ნოემბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება. ეს ფაქტი „ვარდების რევოლუციის“ სახელით მოინათლა და შევიდა ისტორიაში.

ვარდების რევოლუციამ საქართველოში შეცვალა შევარდნაძისა და მისი გუნდის 11 წლიანი მმართველობა. მან არნახულად დიდი პოპულარობა მოუტანა მიხეილ სააკაშვილს და აქცია ის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნების ფაქტობრივად უალტერნატივო ლიდერად.
ვარდების რევოლუციამ მნიშვნელოვნად შეარყია ასლან აბაშიძის მმართველობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აბაშიძემ ხელისუფლების შენარჩუნება მხოლოდ რამდენიმე თვის მანძილზე შეძლო.

ვარდების რევოლუციამ გაზარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ასევე ბურჯანაძისა და ჟვანიას ბლოკის პოპულარობა. რევოლუციის შემდეგ მკვეთრად დაეცა სხვა პოლიტიკური პარტიების, განსაკუთრებით საქართველოს ლეიბორისტული პარტიისა და ახალი მემარჯვენეების რეიტინგი. მათ რევოლუციის შემდეგ წევრთა 15-17%-იანი კლება განიცადეს.

ვარდების რევოლუციამ გავლენა მოახდინა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებებზე. მას მოჰყვა ნარინჯისფერი რევოლუცია 2004 წელს უკრაინაში და ტიტების რევოლუცია 2005 წელს ყირგიზეთში." - წერს მიხეილ სააკაშვილი თავის მიმართვაში.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში და მომავალი წლისთვის
სახელოვნებო განათლების რეფორმა დააანონსა.
15:52 / 03.12.2021

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში და მომავალი წლისთვის სახელოვნებო განათლების რეფორმა დააანონსა.

ქუთაისის მე-7 მოწვევის საკრებულომ თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია
აირჩია.
15:38 / 03.12.2021

ქუთაისის მე-7 მოწვევის საკრებულომ თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩია.

ქუთაისის მე-7 მოწვევის საკრებულომ თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია
აირჩია.
15:38 / 03.12.2021

ქუთაისის მე-7 მოწვევის საკრებულომ თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩია.

ქუთაისის
მერიასთან სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტი ზალიკო კუხიანიძე
დააკავეს.
13:13 / 03.12.2021

ქუთაისის მერიასთან სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტი ზალიკო კუხიანიძე დააკავეს.

გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 1 - 12 °C
img
ქუთაისი 6 - 17 °C
img
ბათუმი 11 - 16 °C
img
სოხუმი 9 - 16 °C
img
ფოთი 9 - 15 °C
img
თელავი 3 - 12 °C
img
მესტია -2 - 7 °C
img
ზუგდიდი 5 - 15 °C
img
ბორჯომი 1 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ

ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა

ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021
პოლიტიკის სიახლეები
 კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში და მომავალი წლისთვის სახელოვნებო განათლების რეფორმა დააანონსა.
15:52 / 03.12.2021

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში და მომავალი წლისთვის სახელოვნებო განათლების რეფორმა დააანონსა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს
15:38 / 03.12.2021

ქუთაისის მე-7 მოწვევის საკრებულომ თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩია.

 ქუთაისის მერიასთან პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი დააკავა
13:13 / 03.12.2021

ქუთაისის მერიასთან სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტი ზალიკო კუხიანიძე დააკავეს.

,,ხმების ქურდებს სიცოცხლე" - ქუთაისში 2021 წლის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ
12:26 / 03.12.2021

,,ხმების ქურდებს სიცოცხლე", ,,კარუსელი 41", ,,გაბათილება ჩემზე იყო", ,,მეტყვიან ასეაო, ასეა.