მისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა - გიული ალასანია

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით,  სააკაშვილი ფერმკრთალია და სუსტად არის.

გიული ალასანია ამბობს, რომ მთავარი მაინც მისი შვილის მძიმე ფსიქოლოგიური განწყობაა. ექსპრეზიდენტის დედის თქმით,  მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს პროცესებში, რათა მიხეილ სააკაშვილის "თავისუფლებაზე" გაყვანა მოხდეს.  ალასანია ასევე ეხმაურება ნიკა მელიას განცხადებას და ამბობს, რომ როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის 50-დღიანმა შიმშილობამ რაიმე მოძრაობა დააზიანოს. 


„სისუსტე აქვს აშკარად, მაგრამ მთავარია, რომ მისი ეს ფსიქოლოგიური განწყობა არის მძიმე მაინც. ძალიან მძიმეა, რადგან უზომოდ მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს გადატანილი ადამიანს“, – განაცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.


ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რაში გამოიხატება მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რაზეც მისი უკრაინელი ადვოკატიც საუბრობს.

„ეს არის ძალიან თვალშისაცემი და იმიტომ ილაპარაკა ალბათ ადვოკატმაც. ადამიანი არის რაღაც დათრგუნული, არ არის ის ძველებური ადამიანი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ. აუცილებელი გზავნილი, იმისი კი არა, ეს ჩემი სურვილია, რომ იყოს ადამიანი თავისუფალი და ჩვენ, ყველამ – თქვენ, ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ უნდა იმოძრაოს იმაზე, რომ როგორმე ეს ადამიანი გავიყვანოთ თავისუფლებაზე, სხვა გამოსავალი არ არის. ახლა მე, მაგალითად, გაოგნებული ვარ იცით, რით? გუშინ უცებ მოვისმინე ბრძენი ადამიანის ასეთი განცხადება, რომ თურმე, ნუ იტყვი და აი, ამისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა, წარმოგიდგენიათ? სადმე ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირის გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? ასეთი რამ გაუგია ვინმეს? აი, ასეთ მდგომარეობაში ვართ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,
დეპოლარიზაციისთვის საჭიროა, ოპოზიციამ შეცვალოს რიტორიკა და
ხმარებიდან ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორებიცაა: ,,პრორუსული
მთავრობა’’, ,,პუტინისტური რეჟიმი’’.
17:32 / 24.06.2022
,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპოლარიზაციისთვის საჭიროა, ოპოზიციამ შეცვალოს რიტორიკა და ხმარებიდან ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორებიცაა: ,,პრორუსული მთავრობა’’, ,,პუტინისტური რეჟიმი’’.
ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ხალხს ევროპული პერსპექტივის მინიჭება
მიულოცა.
17:10 / 24.06.2022
ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ხალხს ევროპული პერსპექტივის მინიჭება მიულოცა.
,,ქართული ოცნების
15:17 / 22.06.2022
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მეოთხე პრეზიდენტის წერილს, რომელიც ის ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას სთხოვს, სიყალბეს უწოდებს.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის
ელჩს წერილი გადასცა, რომლითაც ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების
ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.
11:56 / 22.06.2022
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის ელჩს წერილი გადასცა, რომლითაც ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 20 ივნისს გამართული აქციიდან თავის
შთაბეჭდილებებს აზიარებს.
15:25 / 21.06.2022
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 20 ივნისს გამართული აქციიდან თავის შთაბეჭდილებებს აზიარებს.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
თეატრალურ ფესტივალს ,,თეატრალური იმერეთი’’ ზესტაფონის თეატრი გახსნის
16 ივნისიდან თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი’’ იწყება.
15:56 / 10.06.2022
საქართველოს ჩემპიონატზე ქუთაისის ბოჩას სპორტული კლუბის წევრებმა წარმატებით იასპარეზეს
27 მაისს, თბილისში, საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს ბოჩას ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი ბოჩაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს პარასპორტსმენებმა თბილისის, გორის, ქუთაისის და ბაღდათის კლუბებიდან.
11:33 / 30.05.2022
,,გაოცებულები მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია არის წამოწყებული საკუთარი წინააღმდეგ’’-ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გზაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, საქართველო მოწინავეა და ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას.
14:55 / 06.06.2022
,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".-კონფერენცია ქუთაისში

 

 ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".

16:57 / 15.06.2022
სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, რომ ნიკა გვარამია შეიწყალოს.
12:38 / 08.06.2022
პოლიტიკის სიახლეები
,,ოპოზიციამ ხმარებიდან უნდა ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორებიცაა: ,,პრორუსული მთავრობა’’, ,,პუტინისტური რეჟიმი’’-ირაკლი კობახიძე
17:32 / 24.06.2022
,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპოლარიზაციისთვის საჭიროა, ოპოზიციამ შეცვალოს რიტორიკა და ხმარებიდან ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორებიცაა: ,,პრორუსული მთავრობა’’, ,,პუტინისტური რეჟიმი’’.
,,საქართველო იმუშავებს დეოლიგარქიზაციისთვის’’ -ირაკლი ღარიბაშვილი
17:10 / 24.06.2022
ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ხალხს ევროპული პერსპექტივის მინიჭება მიულოცა.
,,მარგველაშვილის წერილში ნათქვამია, ჩემი მახინჯი გოგო ცოლად მოიყვანეო’’-ირაკლი კობახიძე
15:17 / 22.06.2022
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მეოთხე პრეზიდენტის წერილს, რომელიც ის ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას სთხოვს, სიყალბეს უწოდებს.
  ,,საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლება სერიოზული არგუმენტი იქნება’’-გიორგი მარგველაშვილი
11:56 / 22.06.2022
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის ელჩს წერილი გადასცა, რომლითაც ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.
ამინდი
თბილისი 18 - 31 °C
img
ქუთაისი 18 - 25 °C
img
ბათუმი 20 - 25 °C
img
სოხუმი 19 - 26 °C
img
ფოთი 20 - 24 °C
img
თელავი 17 - 30 °C
img
მესტია 8 - 20 °C
img
ზუგდიდი 18 - 27 °C
img
ბორჯომი 14 - 27 °C
img