ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა -დაკავებულია ორი პირი

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

საკრებულოს სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის’’ დეპუტატი ანი წითლიძე და სამი დეპუტატი შევიდა. ისინი ძველი მოწვევის საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებდნენ. ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს დაამტკიცოს ბიუჯეტი, რათა ოპოზიციამ ბიუჯეტის ჩაშლა ვერ მოახერხოს და ეს არ გახდეს მერის ახალი არჩევნების მიზეზი. პოლიციამ ანი წითლიძეს და რამდენიმე დეპუტატს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინა. დაკავებულია ორი პირი. დაპირისპირების დროს ანი წითლიძემ თითი მოიტეხა.

ზუგდიდის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი უკვე დაამტკიცა.

ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა ბათუმშიც, სადაც ასევე დაპირისპირება იყო. პოლიციამ ორი პირი დააკავა.

 

| Print |