ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დაიწყება.

პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს თავის სასამართლო პროცესს დაესწრება.
ამის შესახებ უწყებაში განუცხადეს.

როგორც ცნობილია, გორის სამხედრო ჰოსპიტალი უკვე დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მანქანამ, რომელიც ტერიტორიიდან პოლიციის ესკორტით გამოვიდა. 

სააკაშვილის პროცესის პარალელურად ოპოზიციამ აქცია დააანონსა. იქამდე, კი თავად ექსპრეზიდენტმა მოუწოდა მხარდამჭერებს ამ დღეს შეკრებისკენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტის,სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. საპოლიციო ძალები სასამართლოს როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე არიან გადანაწილებული, ისინი ტერიტორიაზე არც მედიის წარმომადგენლებს და არც მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს არ უშვებენ.

ცნობისთვის, დღევანდელი სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით გაგრძელდება.
თუ კი მიხეილ სააკაშვილი დაკითხვას დათანხმდება, ბრალდების მხარე ამისთვისაც მზად არის.
მესამე პრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის და ტელეკომპანია “იმედში”
სპეცრაზმის შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

7 ნოემბრის საქმეში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვთ, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს.
უკვე დამდგარი განაჩენების საფუძველზე, მას დაუსწრებლად, 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *