მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას მოითხოვენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები  დღეს, სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების შუამდგომლობას დააყენებენ.

ამის შესახებ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.


საძაგლიშვილის თქმით, იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოების ინტერესი სხდომის მიმართ მაღალია და სასამართლომ პროცესის საჯაროობა უნდა უზრუნველყოს.

"აქამდე არ ჩატარებულა საქართველს ისტორიაში სასამართლო პროცესი, რომლის მიმართაც ასეთი მაღალი ინტერესი იქნებოდა, როგორც დღევანდელი პროცესის მიმართ. ჩვენ მოვითხოვთ ამას და იმედი მაქვს, სასამართლო არ დაკავდება იმით, რომ ხელი შეუშალოს პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფას", - თქვა საძაგლიშვილმა.

საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილები არიან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები.
პროცესი 11:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა.

დღევანდელ პროცესზე 7 ნოემბრის საქმეს განიხილავენ.
| Print |