მიხეილ სააკაშვილი - არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო

არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო,

– ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა. 

სააკაშვილის  საქმეს დღეს სამი მოსამართლის შემადგენლობით შეკრებილი კოლეგია განიხილავს.

ამასთან, მოსამართლეებმა სააკაშვილს მიმართეს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, წყალი დალიოს. „ვითვალისწინებთ თქვენს ჯანმრთელობას“, – განაცხადეს მოსამართლეებმა, რის შემდეგაც სააკაშვილმა მიმართა მათ: „მადლობა, ვაფასებ სიკეთეს“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან და ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია დიდი ოდენობით პოლიცია და გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.


| Print |