ქუთაისი პრაქტიკულად სოფლად აქციეს - მიხეილ სააკაშვილი


მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მისი ხელისუფლების დროს განხორციელებულ საქმეებზეც ისაუბრა.




სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს ქუთაისი ახალ ქალაქად იქცა, მაგრამ მოქმედმა ხელისუფლებამ ქუთაისი პრაქტიკულად სოფლად აქცია.

“რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის მიხეილ სააკაშვილის აშენებული. რომ დამცლოდა ლაზიკა იქნებოდა უკვე აშენებული და იქნებოდა ყველაზე ბრწყინვალე პორტი შავი ზღვის. ქუთაისი პრაქტიკულად ახალ ქალაქად იქცა. ჩვენი კონცეფცია იყო, რომ რეგიონები უნდა განვითარდეს, ქუთაისელები უნდა ამაყობდნენ, რომ ძალიან მაგარ ქალაქში ცხოვრობენ და არა რაღაც ჩამორჩენილ ადგილზე, რომელიც პრაქტიკულად სოფლად აქციეს და პარლამენტთან ძოვენ ძროხები. იმიტომ გადავიტანეთ იქ პარლამენტი”, – განაცხადა სააკაშვილმა.


სასამართლო მესამე პრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის და ტელეკომპანია "იმედში"
სპეცრაზმის შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

7 ნოემბრის საქმეში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვთ, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს.
უკვე დამდგარი განაჩენების საფუძველზე, სააკაშვილის დაუსწრებლად, 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

 

| Print |