ქუთაისის მერიასთან სოციალურად დაუცველმა მამაკაცმა დაზიანება მიიყენა.

ინფორმაციას ინფოიმერეთი ავრცელებს.

მამაკაცის თქმით, ქუთაისის მერიას დედის დაკრძალვისა და სასაფლაოს ქვის ფული სთხოვა, რაზეც უარი უთხრეს.

“ამათ ხალხის ცხოვრება არ აინტერესებთ, საფიცარი დედა გარდამეცვალა და მერიას სარიტუალო მომსახურების თანხა ვთხოვე და არ გვაქვსო, რესტორანში ქეიფის ფული ხომ აქვს მერს და გუბერნატორს, გამოწკეპილი რომ დადიან?! სწორედ ამიტომ მივიყენე თვითდაზიანებები”, – აცხადებს სოციალურად დაუცველი.

როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, აღნიშნულ საკითხზე უახლოეს დროში გვიპასუხებენ.

ფოტო: ინფოიმერეთი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *