ქუთაისის მე-7 მოწვევის საკრებულომ თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია
აირჩია.
,, მადლობა საკრებულოს თითოეულ წევრს. მადლობა ოპოზიციას, დღეს მრავალფეროვანი საკრებულოა წარმოდგენილი, რაც მნიშვნელოვანია. ,,ნაციონალური მოძრაობა" მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსითაა წარმოდგენილი. ჩვენი ინტერესი მოქალაქეების ინტერესების დაცვა უნდა იყოს და იმედი მაქვს, ამას თავს გავართმევთ,"-განაცხადა საკრებულოს ახლადარჩეულმა თავჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.
,,ჩემი
კოლეგების უმრავლესობამ ირაკლი შენგელიას საკრებულოს თავმჯდომარეობა
მიულოცა, მე უნდა განვაცხადო: რომ ვიზიარებ მის მწუხარებას, რადგან ეს
საკრებულო არის განსაკუთრებული წინა წლების საკრებულოებთან შედარებთ.
იმ წარმომადგენლობით, რა წარმომადგენლობაც ,,ნაციონალურ მოძრაობას’’
ჰყავს, ჩვენ გვექნება რთული, დაძაბული და ხანგრძლივი მუშაობა
კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, მოქალაქეების ინტერესებიდან
გამომდინარე. ეს აუცილებელია ჩვენი ქალაქისთვის და
თანაქალაქელებისთვის’’- განაცხადა ავტოქარხნის მაჟორიტარმა დეპუტატმა
ბესიკ ბრეგაძემ.
ქუთაისის მე-7 მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა დღეს გამართა.
მასალის გამოყენების პირობები