3 დეკემბერს, ქუთაისის მერიასთან  დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი ზაალ კუხიანიძე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ზაალ კუხიანიძის სასამართლო სხდომა 23 დეკემბერს არის ჩანიშნული. 

აქტივისტს ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება. 

3 დეკემბერს ქუთაისის მერიასთან, მე-7  მოწვევის საკრებულოს შეკრების დროს აქტივისტებმა აქცია გამართეს, ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და
საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ დაცვამ არ მისცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *