ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილმა სამედიცინო მკურნალობა გააგრძელა


მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, სააკაშვილმა სამედიცინო მკურნალობა გააგრძელა.

საძაგლიშვილის განცხადებით, პროტესტის ის ფორმა, რომელსაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გუშინ მიმართა, როდესაც განაცხადა, რომ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას წყვეტდა, ამოწურულია.

უფლებათდამცველის განმარტებით, სააკაშვილმა პროტესტის ამ ფორმას პენიტენციური სამსახურის შეზღუდვების საპასუხოდ მიმართა.


" პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სააკაშვილს განუცხადეს, რომ დისციპლინური წარმოების შედეგად გამოტანილი იყო გადაწყვეტილება, რომ მას არ ექნებოდა შესაძლებლობა მიეღო ვიზიტორები და შეეზღუდებოდა ტელევიზორით სარგებლობის უფლება. ბუნებრივია, ამაზე მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია და ამ ადამიანებს უბრალოდ დაატოვებინა პალატა და ცხადია, რომ არც დოკუმენტის დატოვება ამის გამო არ მომხდარა. პალატის დატოვების შემდეგ, დაახლოებით, საათნახევრის განმავლობაში ტელევიზორი გაუთიშეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი და სამართლიანი პროტესტი და მხოლოდ ამის შემდეგ მას აღუდგა სიგნალი, გუშინვე მოხდა ეს აღდგენა და დღესაც აქვს შესაძლებლობა, რომ უყუროს ტელევიზორს. რეალურად, ჩვენ ვნახეთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა ძალიან მძაფრი პროტესტი.

რაც შეეხება ვიზიტორებს, გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ შესაძლებლობა მიეცა მის პირად ექიმს, რომ შესულიყო და ყოველ შემთხვევაში არ მოგვისმენია ოფიციალური პოზიცია პენიტენციური სამსახურისგან, რომ არ შეუშვებენ ოჯახის წევრებს,“- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა კვლავ აქტიურად უჭერს
მხარს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას,
12:53 / 27.01.2022

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა კვლავ აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას,

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა კვლავ აქტიურად უჭერს
მხარს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას,
12:53 / 27.01.2022

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა კვლავ აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას,
ქუთაისის საკრებულომ ფრაქცია ,,ერთობა ქუთაისისთვის
15:52 / 26.01.2022
ქუთაისის საკრებულომ ფრაქცია ,,ერთობა ქუთაისისთვის" შექმნას მხარი არ დაუჭირა.
ქუთაისის საკრებულომ ფრაქცია ,,ერთობა ქუთაისისთვის
15:52 / 26.01.2022
ქუთაისის საკრებულომ ფრაქცია ,,ერთობა ქუთაისისთვის" შექმნას მხარი არ დაუჭირა.

მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა იმპორტიორებს მედიკამენტების
დროულად შემოტანისკენ მოუწოდა.
12:22 / 24.01.2022

მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა იმპორტიორებს მედიკამენტების დროულად შემოტანისკენ მოუწოდა.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი -4 - 6 °C
img
ქუთაისი -5 - 4 °C
img
ბათუმი 1 - 6 °C
img
სოხუმი 0 - 6 °C
img
ფოთი 0 - 6 °C
img
თელავი -2 - 4 °C
img
მესტია -15 - -6 °C
img
ზუგდიდი -4 - 4 °C
img
ბორჯომი -11 - -1 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
დღეს, ქუთაისში გაიმართება ფილმის - "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" ჩვენება

დღეიდან, 3 იანვრიდან  ქუთაისში,  კინო "საქართველოში" გაიმართება  ფილმის - რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ" ჩვენებები.
13:22 / 03.01.2022
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
22:44 / 29.12.2021
სამოქალაქო აქტივისტმა ზაალ კუხიანიძემ დაცვის პოლიციას სასამართლო პროცესი მოუგო
სამოქალაქო აქტივისტის ზაალ კუხიანიძის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა.
13:58 / 17.01.2022
პოლიტიკის სიახლეები
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 83%  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას  მხარს უჭერს, ნატოში გაწევრიანების მომხრე 77%-ია
12:53 / 27.01.2022

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა კვლავ აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას,
ქუთაისის საკრებულომ ფრაქცია ,,ერთობა ქუთაისისთვის" შექმნას მხარი არ დაუჭირა
15:52 / 26.01.2022
ქუთაისის საკრებულომ ფრაქცია ,,ერთობა ქუთაისისთვის" შექმნას მხარი არ დაუჭირა.
ღარიბაშვილი იმპორტიორებს მოუწოდებს, თურქეთიდან მედიკამენტები დროულად შემოიტანონ
12:22 / 24.01.2022

მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა იმპორტიორებს მედიკამენტების დროულად შემოტანისკენ მოუწოდა.
სამოქალაქო აქტივისტების სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!
17:49 / 21.01.2022

უკრაინა ისე როგორც არასდროს რუსეთისგან მორიგი დიდი ომის მოლოდინშია, ჩვენ მოძმე ერს ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა!

კვირას, 23 იანვარს 14:00 სთ-ზე, ლადო მესხიშვილის თეატრის წინ.

 

დავდგეთ ერთად უკრაინისთვის!