,,მტრული გარემო ჟურნალისტების მიმართ და ხელისუფლების უმოქმედობა’’-სახალხო დამცველის შეფასება

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მედიის თავისუფლების მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რაც ჟურნალისტების მიმართ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში არსებობს და განსაკუთრებით 2021 წელს ჰქონდა ადგილი.

 

 

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ 5 ივლისს განვითარებულ მოვლენების დროს ხელისუფლებამ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა წაახალისა.

 

,,5 ივლისის მოვლენები ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ ვერ აღკვეთა ჟურნალისტებისა და ზოგადად მოქალაქეების მიმართ ძალადობა, რამაც მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის ქვეშ დააყენა, არამედ, მეტიც, მაღალი თანამდებობის პირთა დისკრიმინაციულმა განცხადებებმა აღნიშნული ძალადობა წააქეზა. პროკურატურას ამ ძალადობის ორგანიზებისა და წახალისების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაუწყია,", - აცხადებს ნინო ლომჯარია.


| Print |