ქუთაისის საკრებულო ქალაქის მერისთვის ხელფასის ზრდაზე მსჯელობს.

ოპოზიცია მერის ხელფასის 5500 ლარამდე ზრდის წინააღმდეგია. ფრაქცია ,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გიგა შუშანიას თქმით, სირცხვილია როცა ქალაქის მერის ხელფასი ორმაგდება, დასუფთავების, ბაღების თანამშრომლების ხელფასები კი მხოლოდ 20 პროცენტით იზრდება.

,, იყავით სოლიდარული თანამშრომლების მიმართ. თუ ვინმე ხელფასის ზრდას იმსახურებს, ეს თქვენი დასუფთავების სამსახურის, ბაღების, სპორტ-სკოლების თანამშრომლები არიან,”-მიმართავს საკრებულოს გიგა შუშანია.
,,მადლიერების სახლში იცით რამდენ ადამიანს ართმევთ ლუკმას, როცა ამხელა ხელფასს ინიშნავთ? მათ რაღაც თეთრებს მოუგდებთ და იმასაც ამადლით,” -მიმართა ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან ქვაჩაკიძემ იოსებ ხახალეიშვილს.
,,ამ დემაგოგიაზე არ წამოგყვებით. დაასრულეთ ეს მასკარადი. გადაწყვეტილება მიღებულია! ჩემი და სხვა თანამშრომლების ხელფასი გაიზრდება,”-ამბობს იოსებ ხახალეიშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *