ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ბიუჯეტის მიხედვით, იზრდება მერიაში დასაქმებულთა ხელფასები. ქუთაისის მერის ხელფასი 5500 ლარი იქნება. გადაწყვეტილება საკრებულომ დღეს გამოიტანა. მერის თანამშრომლების ხელფასი ჯამში 7 მილიონით გაიზრდება. თანამდებობის პირების ხელფასის ზრდას ფრაქცია ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” მხარი არ დაუჭირა. ფრაქციის თავმჯდომარის, გიგა შუშანიას თქმით, მერის ხელფასი ორმაგდება, მაშინ როცა ააიპების თანამშრომლებს ხელფასები მხოლოდ 20 პროცენტით ეზრდებათ, რაც მისი შეფასებით, უსამართლობაა. ის ქალაქის მერს თანამშრომლების მიმართ სოლიდარობისკენ მოუწოდებდა.
ქუთაისის ბიუჯეტი სულ 89 876 000 ლარია. აქედან 29 929 ლარი ინფრასტრუქტურაზე, 5 958 000 სოციალურ პროგრამებზე, 8 845 000 კულტურაზე დაიხარჯება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *