პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით წელს მთავრობის საზრუნავი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის შემცირება იქნება.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ  მისი ინიციატივით უკვე დაიწყო მუშაობა ამ საკითხზე და იანვრიდან დაიწყება პროექტი.

მისი  თქმით, ისინი შექმნიან ათიათასობით ახალ სამუშაო ადგილს.

“ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ერთ-ერთი მთავარი პროექტი წელს გვექნება სამუშაო ადგილების საკითხი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნა, ამ მიზნით, ჩვენ შეგახსენებთ, რომ ჩემი ინიციატივით დავიწყეთ უკვე მუშაობა სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე, ინიციატივაზე. ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი იყო წასული ევროპაში, რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკული მაგალითები დაამუშავეს და ჩვენ უკვე ვიწყებთ იანვრიდან ამ პროექტს.

ჩვენ შევქმნით ათიათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები და შევამციროთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს”, — თქვა პრემიერმინისტრმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *