"მინდა, გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო" - მამუკა ხაზარაძე

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარაძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სხდომა იმართება.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  დღევანდელ პროცესზე რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, მათ ეს ბრძოლა უკვე მოიგეს. 

ხაზარაძის თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული შოუა.

„როგორც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი პროცესი და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, მინდა, გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო, რადგან ვერ შეგვაშინა, ვერ გაგვტეხა, ვერ გაგვაჩერა და უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა მე და ჩემს თანაგუნდელებს, ბადრის (ჯაფარიძეს) - რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ბრძოლას. ეს არის მისი და მისი დამქაშების მიერ დადგმული შოუ იმისთვის, რომ გადაიფაროს ის მძიმე მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია - სიღატაკე, გაჭირვება, ემიგრაცია. აქ არ ეხება საკითხი მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთო წერეთელს, საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას, რომელსაც აუცილებლად თქვენთან ერთად დავაყენებთ ფეხზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის: მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას.

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მათ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები რეპლიკებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც, ბრალდებულები საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ. აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლე შესაძლოა, განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდეს, ან ადგილზე თათბირითვე გამოაცხადოს გადაწყვეტილება.






FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა კვლავ აქტიურად უჭერს
მხარს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას,
12:53 / 27.01.2022

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა კვლავ აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას,

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა კვლავ აქტიურად უჭერს
მხარს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას,
12:53 / 27.01.2022

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა კვლავ აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას,
ქუთაისის საკრებულომ ფრაქცია ,,ერთობა ქუთაისისთვის
15:52 / 26.01.2022
ქუთაისის საკრებულომ ფრაქცია ,,ერთობა ქუთაისისთვის" შექმნას მხარი არ დაუჭირა.
ქუთაისის საკრებულომ ფრაქცია ,,ერთობა ქუთაისისთვის
15:52 / 26.01.2022
ქუთაისის საკრებულომ ფრაქცია ,,ერთობა ქუთაისისთვის" შექმნას მხარი არ დაუჭირა.

მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა იმპორტიორებს მედიკამენტების
დროულად შემოტანისკენ მოუწოდა.
12:22 / 24.01.2022

მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა იმპორტიორებს მედიკამენტების დროულად შემოტანისკენ მოუწოდა.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი -4 - 6 °C
img
ქუთაისი -5 - 4 °C
img
ბათუმი 1 - 6 °C
img
სოხუმი 0 - 6 °C
img
ფოთი 0 - 6 °C
img
თელავი -2 - 4 °C
img
მესტია -15 - -6 °C
img
ზუგდიდი -4 - 4 °C
img
ბორჯომი -11 - -1 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
დღეს, ქუთაისში გაიმართება ფილმის - "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" ჩვენება

დღეიდან, 3 იანვრიდან  ქუთაისში,  კინო "საქართველოში" გაიმართება  ფილმის - რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ" ჩვენებები.
13:22 / 03.01.2022
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
22:44 / 29.12.2021
სამოქალაქო აქტივისტმა ზაალ კუხიანიძემ დაცვის პოლიციას სასამართლო პროცესი მოუგო
სამოქალაქო აქტივისტის ზაალ კუხიანიძის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა.
13:58 / 17.01.2022
პოლიტიკის სიახლეები
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 83%  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას  მხარს უჭერს, ნატოში გაწევრიანების მომხრე 77%-ია
12:53 / 27.01.2022

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა კვლავ აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას,
ქუთაისის საკრებულომ ფრაქცია ,,ერთობა ქუთაისისთვის" შექმნას მხარი არ დაუჭირა
15:52 / 26.01.2022
ქუთაისის საკრებულომ ფრაქცია ,,ერთობა ქუთაისისთვის" შექმნას მხარი არ დაუჭირა.
ღარიბაშვილი იმპორტიორებს მოუწოდებს, თურქეთიდან მედიკამენტები დროულად შემოიტანონ
12:22 / 24.01.2022

მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა იმპორტიორებს მედიკამენტების დროულად შემოტანისკენ მოუწოდა.
სამოქალაქო აქტივისტების სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!
17:49 / 21.01.2022

უკრაინა ისე როგორც არასდროს რუსეთისგან მორიგი დიდი ომის მოლოდინშია, ჩვენ მოძმე ერს ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა!

კვირას, 23 იანვარს 14:00 სთ-ზე, ლადო მესხიშვილის თეატრის წინ.

 

დავდგეთ ერთად უკრაინისთვის!