HRW: გასულ წელს ჟურნალისტებმა და მედიის სხვა წარმომადგენლებმა უამრავი დაშინება და თავდასხმა განიცადეს
Human Rights Watch-ის განცხადებით, 2021 წელს შეშფოთებას იწვევდა თავდასხმები ჟურნალისტებზე და მედიაპლურალიზმის შეზღუდვის მზარდი საფრთხე. ამის შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელშიც 2021 წელია შეჯამებული.

ანგარიშში ნაქვამია, რომ გასულ წელს ჟურნალისტებმა და მედიის სხვა წარმომადგენლებმა უამრავი დაშინება და თავდასხმა განიცადეს — თებერვალში პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, რომლებიც თბილისში ფორმულას წამყვანს, ვახო სანაიას თავს დაესხნენ. აგვისტოში სასამართლომ თავდამსხმელები დამნაშავედ ცნო და პატიმრობა ზუსტად იმ ვადით შეუფარდა, რამდენიც უკვე წინასწარ პატიმრობაში ჰქონდათ გატარებული. ასევე 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფები სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის, სულ ცოტა, 53 თანამშრომელს, თავდამსხმელებმა დაამტვრიეს და გაანადგურეს მედიის აპარატურა — რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა და მათ ხანმოკლე დროით ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ.

"TV პირველის ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც ცემის შედეგად სახის ძვლების მოტეხილობა, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები ჰქონდა და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვალების მომდევნო დღეს, სიკვდილის მიზეზის სრულად დადგენამდე, ხელისუფლებამ, მისივე თქმით "ექსპერტიზის შუალედური დასკვნის" საფუძველზე, ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება დაასახელა. ამ ანგარიშის მომზადების მომენტისთვის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ კიდევ არ იყო გამოქვეყნებული. ლექსო ლაშქარავას ოჯახმა და სამოქალაქო საზოგადოებამ დაჩქარებულად გამოქვეყნებულ შედეგებში ეჭვი შეიტანა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო,''-ნათქვამია ანგარიშში. 

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა კვლავ აქტიურად უჭერს
მხარს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას,
12:53 / 27.01.2022

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა კვლავ აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას,

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა კვლავ აქტიურად უჭერს
მხარს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას,
12:53 / 27.01.2022

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა კვლავ აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას,
ქუთაისის საკრებულომ ფრაქცია ,,ერთობა ქუთაისისთვის
15:52 / 26.01.2022
ქუთაისის საკრებულომ ფრაქცია ,,ერთობა ქუთაისისთვის" შექმნას მხარი არ დაუჭირა.
ქუთაისის საკრებულომ ფრაქცია ,,ერთობა ქუთაისისთვის
15:52 / 26.01.2022
ქუთაისის საკრებულომ ფრაქცია ,,ერთობა ქუთაისისთვის" შექმნას მხარი არ დაუჭირა.

მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა იმპორტიორებს მედიკამენტების
დროულად შემოტანისკენ მოუწოდა.
12:22 / 24.01.2022

მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა იმპორტიორებს მედიკამენტების დროულად შემოტანისკენ მოუწოდა.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი -4 - 6 °C
img
ქუთაისი -5 - 4 °C
img
ბათუმი 1 - 6 °C
img
სოხუმი 0 - 6 °C
img
ფოთი 0 - 6 °C
img
თელავი -2 - 4 °C
img
მესტია -15 - -6 °C
img
ზუგდიდი -4 - 4 °C
img
ბორჯომი -11 - -1 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
დღეს, ქუთაისში გაიმართება ფილმის - "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" ჩვენება

დღეიდან, 3 იანვრიდან  ქუთაისში,  კინო "საქართველოში" გაიმართება  ფილმის - რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ" ჩვენებები.
13:22 / 03.01.2022
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
22:44 / 29.12.2021
სამოქალაქო აქტივისტმა ზაალ კუხიანიძემ დაცვის პოლიციას სასამართლო პროცესი მოუგო
სამოქალაქო აქტივისტის ზაალ კუხიანიძის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა.
13:58 / 17.01.2022
პოლიტიკის სიახლეები
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 83%  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას  მხარს უჭერს, ნატოში გაწევრიანების მომხრე 77%-ია
12:53 / 27.01.2022

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა კვლავ აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას,
ქუთაისის საკრებულომ ფრაქცია ,,ერთობა ქუთაისისთვის" შექმნას მხარი არ დაუჭირა
15:52 / 26.01.2022
ქუთაისის საკრებულომ ფრაქცია ,,ერთობა ქუთაისისთვის" შექმნას მხარი არ დაუჭირა.
ღარიბაშვილი იმპორტიორებს მოუწოდებს, თურქეთიდან მედიკამენტები დროულად შემოიტანონ
12:22 / 24.01.2022

მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა იმპორტიორებს მედიკამენტების დროულად შემოტანისკენ მოუწოდა.
სამოქალაქო აქტივისტების სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!
17:49 / 21.01.2022

უკრაინა ისე როგორც არასდროს რუსეთისგან მორიგი დიდი ომის მოლოდინშია, ჩვენ მოძმე ერს ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა!

კვირას, 23 იანვარს 14:00 სთ-ზე, ლადო მესხიშვილის თეატრის წინ.

 

დავდგეთ ერთად უკრაინისთვის!