,,გამდიდრებული მთავრობა! მოტყუებული ხალხი" -ქუთაისში გაზრდილ ტარიფებს აპროტესტებენ
,,გამდიდრებული მთავრობა! მოტყუებული ხალხი!" , ,,ქუთაისის მერი - 5500 ლარი, სოციალურად დაუცველი -60 ლარი", ,,ბიძინა სად არის განახევრებული ტარიფები"- ამ ლოზუნგებით ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. ისინი ქვეყანაში გაზრდილ ტარიფებს აპროტესტებენ. ამბობენ, რომ ქუთაისში მძიმე ეკონომიკური პირობებია, საზოგადოებას გადასახადის გადახდა უჭირს და იმერეთის გუბერნატორს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

,,მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ტარიფების განსაზღვრებას გვპირდებოდა, დღეს გადასახადები გაზრდილია. მერმა თავის ჩინოვნიკებს 7 მილიონით გაუზარდა ხელფასები, გაიზარდა მისი ხელფასიც, ამ დროს ქვეყანა კოლაფსშია. არავინ იცის თ ის ბოლოს გადასახადი რამდენი მოუვათ ქუთაისელებს. ალბათ, ბევრი ჩვენი თანაქალაქელი ელექტროენერგიის და გაზმომარაგების გარეშე დარჩება"-ამბობს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია.

აქციის მონაწილეები გუბერნატორის სახელზე წერილს შეიტანენ კითხვით: მუშაობს თუ არა მთავრობასთან ქალაქში არსებული პრობლემების დასაძლევად.
| Print |