,,ის რაც ვნახეთ იმაზე მძიმეა კადრებია, ვიდრე ის, რაც გასაჯაროვდა’’-ნიკა გვარამია
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით, მესამე პრეზიდენტისადმი არაადამიანური მოპყრობის კადრების გაცნობის შემდეგ დასტურდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მოტყუებით არის მიყვანილი.
მისი თქმით, კადრები, რომელიც ადვოკატებმა ნახეს, ბევრად მძიმეა იმ კადრებთან შედარებით, რაც გავრცელდა.


„ჩანს კადრებიდან, რომ ადამიანი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი. უარს აცხადებს გადასვლაზე და მკურნალობის მიღებაზე იმ ჰოსპიტალში, სადაც მიიყვანეს გლდანში, ითხოვს უკან მიმაბრუნეთ რუსთავშიო და არავის არ ჰქონდა უფლება გადაყვანის. ასევე ჩანს, რომ ატყუებენ, რომ ეს უბრალოდ ანალიზების ასაღებად მოგიყვანეთ და ხანმოკლეაო, რაც ბოლოს ტყუილი აღმოჩნდა. ასევე ატყუებენ, რომ ახლა მალე შემოვლენ თქვენი ადვოკატები და ოჯახის წევრებიო, რაც ტყუილი აღმოჩნდა. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ იქ ვიდექით და არ შეგვიშვეს. შემდეგ შეყვანის კადრები არის ძალიან მძიმე სანახაობა, ეს ძალის გამოყენებაა. რაც ჩვენ ვნახეთ, ყველა რაკურსი არ არის, რამდენიმე საინტერესო რაკურსი არ არის, ხან პანდუსს ეფარება. რაც მთავარია თრევის ეპიზოდი არის და ძალიან მძიმეა ეს ეპიზოდი სანახავად. გიორგაძე ეუბნება შენი აშენებული რომ არის, იმიტომ დაგჩხავიან ახლა თავზეო, ანუ ეუბნება, რაც დაიმსახურე ის ხდებაო,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.


| Print |