ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ბორდერიზაცია და აქტივობები განახორციელეს - სუსი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბოლო დღეების განმავლობაში, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ უკანონო დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყება აღნიშნავს, მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და სხვა ტიპის უკანონო აქტივობები განახორციელეს.

"გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან და მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის გასწვრივ არსებულ საოკუპაციო ხაზზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდება თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება.

კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით, ისევე როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული პროვოკაციული აქტივობის თითოეულ ფაქტზე, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

ამასთან, აღნიშნული საკითხები, საოკუპაციო ძალების დესტრუქციული აქტივობების სხვა იდენტიფიცირებულ ფაქტებთან ერთად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნა დასმული მიმდინარე წლის 20 იანვარს, ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 104-ე შეხვედრაზე.
ასევე, გვსურს განვმარტოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა წარმოადგენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პარტია ,,მოქალაქეების
21:44 / 27.05.2022
პარტია ,,მოქალაქეების" წევრები ქუთაისისა და ქუთაისელების წინაშე არსებულ გამოწვევებს გაეცნენ.
,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით,
საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები - საქართველოში არიან
კრიმინალები პოლიტიკაში.
15:21 / 27.05.2022
,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები - საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ
გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.
17:24 / 25.05.2022

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
16:44 / 25.05.2022
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
ხმაური იყო საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლე ბადრი
კოჭლამაზაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ
გადადო.
12:27 / 24.05.2022
ხმაური იყო საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ გადადო.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 16 - 29 °C
img
ქუთაისი 16 - 33 °C
img
ბათუმი 16 - 22 °C
img
სოხუმი 17 - 26 °C
img
ფოთი 17 - 23 °C
img
თელავი 15 - 28 °C
img
მესტია 7 - 19 °C
img
ზუგდიდი 15 - 31 °C
img
ბორჯომი 13 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
,,გაეწიოს მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება"-ექიმების აქცია ქუთაისში
ქუთაისში მომუშავე ექიმებმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით აქცია გამართეს.
18:15 / 04.05.2022
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას დათანხმდა
„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, კობა ნაყოფიას ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანაზე თანახმაა.
16:59 / 10.05.2022
,,ტორპედოს’’ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას, სავარაუდოდ, ისევ კახა ჩხეტიანი დაიკავებს
,,ტორპედოს’’ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, სავარაუდოდ, კახა ჩხეტიანი დაბრუნდება.
12:49 / 09.05.2022
პოლიტიკის სიახლეები
პარტია ,,მოქალაქეებმა", ქუთაისელების პრობლემების გაცნობის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
21:44 / 27.05.2022
პარტია ,,მოქალაქეების" წევრები ქუთაისისა და ქუთაისელების წინაშე არსებულ გამოწვევებს გაეცნენ.
,,საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები-საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში’’-ირაკლი კობახიძე
15:21 / 27.05.2022
,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები - საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში.
მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, გვიან ღამით, გონება დაკარგა - დიმიტრი საძაგლიშვილი
17:24 / 25.05.2022

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.

ქუთაისის მერიაში ისევ შეიქმნება კულტურის სამსახური, ასევე - არქიტექტურის სამსახური
16:44 / 25.05.2022
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს.