ქუთაისის მერიის განცხადებით,  ცენტრალურ მოედანზე სახელმწიფო მუზეუმის ყოფილი შენობის  რეაბილიტაცია მოხდება. 

მათი განცხადების მიხედვით, შენობა ახალ ფუნქციას შეიძენს და მულტიფუნქციური, საზოგადოებრივი სივრცე იქნება.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ  შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები “საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში აპრილიდან დაიწყება, ამ ეტაპზე კი საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. 

„ქუთაისში ,, ცენტრალურ მოედანზე მდებარე სახელმწიფო მუზეუმის ყოფილი შენობა მალე ახალ ფუნქციას და შესაბამისად, განახლებულ იერ-სახეს შეიძენს.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობაში განთავსდება მულტიფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, აპრილის თვიდან დაიწყება სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროცესი.
მუზეუმის შენობის განახლება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.“ – წერს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *