საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს
საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს, ასეთი შედეგით დასრულდა შეხვედრა მთვარობის ადმინისტრაციაში. კანონპროექტის ავტორებმა, საფინანსო დარგის ექსპერტებმა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კანცელარიაში 2 საათის განმავლობაში იმსჯელეს. შეხვედრას ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრიც ესწრებოდა.

გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფო პენსიების დარიგების მომსახურებაში პოტენციურ გამარჯვებულ ბანკს ერთი წლის განმავლობაში 15 მილიონ ლარს გადაუხდის.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრმა დეპუტატებმა აღნიშნეს, თებერვლის ბოლოს ბანკებისთვის კონკურსი გამოცხადდება, სადაც გაირკვევა, თუ რომელი ბანკი დაარიგებს პენსიებს. მათივე თქმით, ამ ეტაპზე ინტერესი „ლიბერთი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ გამოთქვეს.

ამასთან, როგორც პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, სურვილის შემთხვევაში, პენსიონერი შეძლებს პენსიის სხვა, სასურველ ბანკში მოღებას.
| Print |