ასოციაციასთან „ქალები რეგიონების განვითარებისთვის” არსებული ქალთა კლუბები უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ.

როგორც ქალთა კლუბების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს თავისუფლება დღეს უკრაინის თავისუფლებაზე დგას. ქალთა კლუბების განცხადებით, „მადრიდის სამიტის” მოახლოებამ და ნატოსთვის რუსეთის მიერ წაყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობამ, რუსეთი კიდევ უფრო გააღიზიანა და მშვიდობიანი უკრაინელები ომის საშიშროების წინაშე დააყენა და დღეს, ერთიანობის და სამართლიანობის გამოწვევის წინაშე დგას მთელი ცივილიზებული სამყარო, რომელიც ცდილობს უკრაინა გააძლიეროს და სხვადასხვა რესურსით დაეხმაროს.

,,ჩვენ გვახსოვს უკრაინელი ხალხის თანადგომა საქართველოს უახლოეს ისტორიაში ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საომარ მოქმედებაში. ჩვენ, ქართველ ერს უკრაინელ ხალხთან ერთად, არაერთხელ გვქონია გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ღირსების ზღვარზე გადიოდა. ეს დღე კვლავ უდგას უკრაინას და უკრაინელ ხალხს. და დღეს, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა, პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვასთან. შესაბამისად, საქართველოს თავისუფლება დგას უკრაინის თავისუფლებაზე!

ჩვენ, ქალთა კლუბის წევრები, ისევე როგორც ცივილიზებული მსოფლიო, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის, უკრაინის გვერდით ვდგევართ და მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ ერთიანობისთვის სამართლიან ბრძოლაში.
სოლიდარობა უკრაინას!
გამარჯვება უკრაინას!
დიდება თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს!
ეს არის ცივილური მსოფლიოს და მათ შორის, ჩვენი – ქართველი ქალების არჩევანი”-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *