მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს იხსნას თემურ ჯანაშია ციხისგან
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს. მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, მოხსნას გრიფი "საიდუმლო" სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომაც. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამით ის გენერალ თემურ ჯანაშიას სრულიად უსამართლო ციხისგან იხსნის.

,,პირველად მოგმართავთ წერილით და ეს არაა შეწყალების მოთხოვნა. მე შესაწყალებელი არაფერი მაქვს, ვინაიდან, კანონი არ დამირღვევია და ყველა წაყენებული ბრალდება და დამდგარი განაჩენი შეთითხნილი და მთლიანად საფუძველს მოკლებულია. ჩემს უდანაშაულობას, ადრე თუ გვიან, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო დაადგენს. როგორც ფრანგმა, შეუძლებელია არ იცოდეთ, რომ ჩემს მიმართ წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს არცერთი ევროპული ქვეყანა და არავინ ცივილიზებულ სამყაროში.

მე გწერთ სხვა გარემოებების გამო. თქვენ შეგიძლიათ არა სიტყვით, არამედ საქმით იხსნათ წესიერი და დამსახურებული გენერალი თემურ ჯანაშია სრულიად უსამართლო ციხისგან თქვენი ერთი გადაწყვეტილებით, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და კანონს.

მოხსენით გრიფი „საიდუმლო“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომაც. მე და ჯანაშიას გვედავებიან არა ხარჯების მიზნობრიობას, როგორც ტელევიზიით ყვებიან, არამედ მათი გაწევის წესს.

თუ თქვენ ამ გრიფს მოხსნით, დადასტურდება, რომ ეს პროცედურები უბრალოდ ჯანაშიას კაპრიზი კი არ იყო, არამედ საყოველთაოდ მიღებული განგრძობითი პრაქტიკა, რომელიც, რაც მთავარია, სრულიად ჯდება კანონის ფარგლებში.
თუ თქვენ დაიცავთ კონსტიტუციას და დაიცავთ კანონს, ამით გადაარჩენთ ძალიან ღირსეულ გენერალს, რომელიც მთელი ცხოვრება ემსახურება საქართველოს, 11-წლიან ციხეს, მის მრავალრიცხოვან ოჯახს უბედურებას და მის და სხვების შვილებს განცდას, რომ ამ ქვეყანაში ერთგულება, წესიერება და კანონის დაცვა დასჯადია.

ახლა არჩევანი თქვენზეა, ქ-ნო პრეზიდენტო.

მე ჩავთვალე, რომ სწორი იქნებოდა, ღია წერილით მომემართა, რათა საზოგადოება ბოლომდე საქმის კურსში იყოს იმისა, თუ რა ხდება ამ შეკერილი, ძალიან სამარცხვინო საქმეების გარშემო.
ასევე, ქალბატონო პრეზიდენტო, სად გაქვთ გარანტია, რომ ხვალ რომელიმე უსამართლო ხელისუფლება თქვენ არ წაგიყენებთ ბრალს შეწყალების საქმეზე?! თქვენ თვითონ განაცხადეთ, რომ შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია. და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ ვარ მე „შეწყალების“ საქმეზე გასამართლებული?!

ტელევიზიით ვნახე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსულ სტუმრებს შამპანურით უმასპინძლდებით. სადაა გარანტია, რომ თქვენი ვადის ამოწურვის შემდეგ ამაზე არ გაგასამართლებენ ისე, როგორც ახლა მე და ჯანაშიას გვასამართლებენ?!
მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანა ჩალით არაა დახურული და არც ისე ბნელა, რომ ხალხმა შავი და თეთრი ვერ გაარჩიოს.

ვიტოვებ იმედს თქვენს სამართლიანობის გრძნობასა და ცივილიზებულ მიდგომაზე,''-წერს მიხეილ სააკაშვილი. 



FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მოძრაობა ,,შინ ევროპისკენ’’ მოძრაობის წევრებზე თავდასხმების ფაქტებს
ეხმაურება.
15:16 / 30.06.2022
მოძრაობა ,,შინ ევროპისკენ’’ მოძრაობის წევრებზე თავდასხმების ფაქტებს ეხმაურება.
,,საქართველო ახლა მნიშვნელოვან ეტაპს გადის, გაგვეხსნა ევროპული
პერსპექტივა, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, უნდა შევასრულოთ
12-პუნქტიანი გეგმა, რათა ევროკავშირის წევრობის კანიდატი ქვეყნის
სტატუსი მივიღოთ,’’
17:29 / 29.06.2022
,,საქართველო ახლა მნიშვნელოვან ეტაპს გადის, გაგვეხსნა ევროპული პერსპექტივა, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, უნდა შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმა, რათა ევროკავშირის წევრობის კანიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ,’’
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, 10 ახალი,
თანამედროვე M2 კატეგორიის ავტობუსი წარადგინა.
16:20 / 29.06.2022
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, 10 ახალი, თანამედროვე M2 კატეგორიის ავტობუსი წარადგინა.
ქუთაისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო,
რის შედეგადაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ
15:39 / 29.06.2022

ქუთაისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო, რის შედეგადაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა დატოვა.

,,ნაციონალური მოძრაობა’’ ქუთაისის მერიას ანტიევროპულ კამპანიაში
ადანაშაულებს.
11:52 / 29.06.2022
,,ნაციონალური მოძრაობა’’ ქუთაისის მერიას ანტიევროპულ კამპანიაში ადანაშაულებს.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
თეატრალურ ფესტივალს ,,თეატრალური იმერეთი’’ ზესტაფონის თეატრი გახსნის
16 ივნისიდან თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი’’ იწყება.
15:56 / 10.06.2022
,,გაოცებულები მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია არის წამოწყებული საკუთარი წინააღმდეგ’’-ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გზაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, საქართველო მოწინავეა და ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას.
14:55 / 06.06.2022
,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".-კონფერენცია ქუთაისში

 

 ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".

16:57 / 15.06.2022
სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, რომ ნიკა გვარამია შეიწყალოს.
12:38 / 08.06.2022
,,იმ ქვეყნების სიაში, სადაც "მაიმუნის ყვავილი" ფიქსირდება, შესაძლოა, საქართველოც მოხვდეს’’-მაია ზალდატანიშვილი
იმის გასარკვევად, შემოვიდა თუ არა საქართველოში ”მაიმუნის ყვავილი”, ექიმები საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.
15:11 / 07.06.2022
,,მარგველაშვილის წერილში ნათქვამია, ჩემი მახინჯი გოგო ცოლად მოიყვანეო’’-ირაკლი კობახიძე
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მეოთხე პრეზიდენტის წერილს, რომელიც ის ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას სთხოვს, სიყალბეს უწოდებს.
15:17 / 22.06.2022
,,ნინო ლომჯარია ნაცების სახალხო დამცველად გადაიქცა’’ - მამუკა მდინარაძე
"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნინო ლომჯარია ნიკა გვარამიას შეწყალების მოწოდებით მიმართავს.
16:00 / 08.06.2022
პოლიტიკის სიახლეები
„შინ ევროპისკენ“ მმართველ პარტიას პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
15:16 / 30.06.2022
მოძრაობა ,,შინ ევროპისკენ’’ მოძრაობის წევრებზე თავდასხმების ფაქტებს ეხმაურება.
  ,,უნდა დავბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახში, რომელსაც ხელოვნურად ვართ მოწყვეტილები’’-გიგი გიგიაძე
17:29 / 29.06.2022
,,საქართველო ახლა მნიშვნელოვან ეტაპს გადის, გაგვეხსნა ევროპული პერსპექტივა, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, უნდა შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმა, რათა ევროკავშირის წევრობის კანიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ,’’
ქუთაისის მერიამ 10 ახალი მიკროავტობუსი წარადგინა
16:20 / 29.06.2022
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, 10 ახალი, თანამედროვე M2 კატეგორიის ავტობუსი წარადგინა.
,,ნაციონალურმა მოძრაობამ'' ქუთაისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
15:39 / 29.06.2022

ქუთაისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო, რის შედეგადაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა დატოვა.

ამინდი
თბილისი 17 - 27 °C
img
ქუთაისი 16 - 22 °C
img
ბათუმი 18 - 25 °C
img
სოხუმი 17 - 24 °C
img
ფოთი 19 - 24 °C
img
თელავი 16 - 26 °C
img
მესტია 5 - 16 °C
img
ზუგდიდი 16 - 24 °C
img
ბორჯომი 9 - 21 °C
img