საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა დაიწყო.

ამის შესახებ მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

„ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს და ეს შიმშილობა არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს. ჩემი ჯანმრთელობა მეასეხარისხოვანია. მივიღე ჩემი ჰოლანდიელი ინტერნისტიგან წერილი ამასთან დაკავშირებით და ის მწერს: “კატეგორიულად გამორიცხულია განმეორებითი შიმშილობა”. ეს გამოიწვევს თქვენი უკვე დასუსტებული ჯანმრთელობის ფონზე, განმეორებით და უფრო ძლიერ სტრესს, მეტაბოლიზმის, ელექტროლიტების, ფერმენტებისა და ჰორმონალური ცვლის მოშლას, რაც თავის მხრივ ქსოვილურ და უჯრედულ დონეზე ისეთ დარღვევებს გამოიწვევს, რასაც შეუქცევადი და ლეტალური შედეგი მოჰყვება. მე მივდივარ ამაზე. ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, ნახოს ყველამ, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის უფრო მაღლა დაყენება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *