,,პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრებს, შესაძლოა, ბუხაიძეზე არსებულ სკვერში შენობის აშენების უფლება მისცენ
,,პატრიოტთა ალიანსის" წევრებს, შესაძლოა, ქუთაისში, ბუხაიძის 24-ში არსებულ სკვერში 424კვ.მ შენობის აშენების უფლება მისცენ. საკითხს ქუთაისის საკრებულო 23 თებერვალს განიხილავს. ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მოსახლეობა სკვერში მშენებლობას ეწინააღმდეგება და სკვერის აღდგენას ითხოვს. მისი თქმით, ,,პატრიოტთა ალიანსის" მოღალატეობრივ მიმართვას და გააქტიურებას ამ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გამოტანა საეჭვოდ დაემთხვა.

"ქართული ოცნება" სიტყვით გმობს "პატრიოტთა ალიანსის" მოღალატეობრივ ქმედებებს და ამის პარალელურად ქუთაისის მერი ,,პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელ მდივანს, გოჩა თევდორაძეს და ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსს ბესიკ ცქიფურიშვილს ქუთაისში, ბუხაიძის 24 ში არსებულ სკვერში 424 კვ.მ-ზე შენობის აშენების უფლებას აძლევს . ქუთაისის მერს არც მოსახლეობის პროტესტი აინტერესებს ოღონდ დავალება შეასრულოს.

ეს მიწა ოცნებამ სწორედ ნაციონალური მოძრაობიდან ოცნების ბანაკში გადაბარგების სანაცვლოდ მისცა მათ, მაგრამ მოსახლეობის პროტესტის ფონზე ყველა წინამორბედმა მერმა უარი უთხრა ამ სკვერში მშენებლობაზე. მხოლოდ ეხლა, როდესაც გააქტიურდა პატრიოტთა ალიანსი იმ მოღალატეობრივი მიმართვის ფონზე, საეჭვოდ დაემთხვა ამ საკითხის შემოტანა საკრებულოს სხდომაზე.

განცხადება შემოატანინეს სხვა პიროვნებას, მაგრამ საჯარო რეესტრის ამონაწერიდან (მესამე ფოტო) და ცვლილებებზე თანხმობებიდან (მეორე ფოტო) კარგად ჩანს რომ 33%-33% სწორედ გოჩა თევდორაძის შვილის და ბესიკ ცქიფურიშვილის სახელზეა,"-წერს გიგა შუშანია სოციალურ ქსელში.
| Print |