ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
აქციის მონაწილეები უკრაინელ ხალხს სოლიდარობას გამოუცხადებენ.
აქციას ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და
სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდებიან.
" მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობა, ვინც ამ
ისამართლო ბრძოლაში მხარ უჭერს უკრაინას, მოხვიდეთ, და სოლიდარობა
გამოუცხადოთ უკრაინელ ხალხს და მთავრობას,"-ამბობენ აქციის
მონაწილეები.
აქცია 24 თებერვალს, 19:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე
გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები