კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ქალაქის მერია მოსახლეობას თავშესაფრებში წასვლისკენ მოუწოდებს.

“გამოცხადდა საჰაერო განგაში. სასწრაფოდ წადით უახლოეს თავშესაფარში”, — აღნიშნულია განცხადებაში.

უახლესი ინფორმაციით, დღეს დილის მდგომარეობით უკრაინელებმა, დაახლოებით, 800 რუსი სამხედრო მოკლეს. ასევე, განადგურებულია 30-ზე მეტი რუსული ტანკი, 7 თვითმფრინავი, 6 ვერტმფრენი და 130 საბრძოლო მანქანა.

პუტინმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ “სამხედრო ოპერაციას” უწოდებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *