ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება
სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით, ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსევიც უერთდებიან. აქციის მონაწილეები რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ უკრაინისადმი თუნდაც სიტყვიერ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი გმობენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უარი თქვას რუსეთის სანქცირებაზე და ამბობენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობის აზრს არ წარმოადგენს. აქციის მონაწილეები რამდენიმე წუთში მერიის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ.

,,უკრაინამ აგვისტოს ომის დროს დახმარება აღმოგვიჩინა, ამ მძიმე პერიოდში უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა. აფხაზეთის ომის დროს უკრაინელებმა 8000 ქართველი გამოიყვანეს. ჩვენ როგორ ვუხდით სამაგიეროს? მთავრობა უარს ამბობს მათ დახმარებაზე , ეს სამარცხვინოა,"" -ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, მიშო მუმლაძე.

,,უკრაინელი ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის. ქუთაისმა მხარდაჭერა უნდა გამოხატოს, ეს იქნება ოჯახების მიღება თუ სხვა დახმარება. მოვუწოდებ ქუთაისის მერიას, გამოყოს თანხა საქართველოშიო მცხოვრები უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად,"-ამბობს ,,ნაციონალური მოძრაობის წევრი გოგა შუშანია.

უკრაინაში ვითარება დღითიდღე იძაბება. მსოფლიო რუსეთს სანქციებს უწესებს. ამ ყველაფრის ფონზე საქართევლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციებს არ დაუწესეს, რადგან ეს ეროვნულ ინტერესებს დააზარალებს. მთავრობის გადაწყვეტილებას საქართევლოს სხვადასხვა ქალაქში აპროტესტებენ. გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
| Print |