ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით,  საქართველოს მიერ უკრაინაში მოხალისეების გაგზავნა სამხედრო კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს და ამას მთავრობა ვერ გააკეთებს.

,,რაც შეეხება ქვეყნის ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, არც აშშ, არც ევროკავშირის ქვეყნები ამას არ აკეთებენ, ომში არც ერთია ჩართული, პირდაპირ თქვეს, რომ ამერიკელი და ევროპელი სამხედროები არ იქნებიან ომში. აქ საუბარია სამხედრო ძალის გაგზავნაზე, ეს ყველაფერი ადასტურებს ერთადერთ რამეს, ერთადერთი მიზანი რაც აქვს ანტისახელმწიფოებრივ ძალას, რასაც ჰქვია “ნაციონალური მოძრაობა” თავისი დანამატებით, არის ის, რომ საქართველო როგორმე ჩართონ ომში,’’-აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *