ბოლო გამოკითხვებით, უკრაინელების 86%-ს ევროკავშირში, ხოლო 76%-ს NATO-ში შესვლა სურს.

სოციალოგიურმა ჯგუფმა გამოკითხვა პირველ მარტს ჩაატარა.

ომამდელ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერის დონე 20%-მდე მეტით გაიზარდა.

გამოკითხულთა 88%-ს მიაჩნია, რომ უკრაინა რუსეთის თავდასხმის მოგერიებას შეძლებს. 98% მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებული ძალების საქმიანობას, 93% — პრეზიდენტ ზელენსკის, ხოლო 84% ადგილობრივი მერების ქმედებებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკრაინელი მოსახლეობის 80% მზადაა, ქვეყნის მთლიანობა იარაღით ხელში დაიცვას. ომამდელ პერიოდებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, 2020 წელს ის 59%-ს შეადგენდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *