საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ დრომდე 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთია უკრაინაში გაგზავნილი და ეს პროცესი გაგრძელდება.

პრემიერის თქმით, მძიმე საყურებელია ის, რაც უკრაინაში ხდება და ყველა ლოცულობს, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდეს.

“ჩვენთვის ყველასთვის ომი კატეგორიულად მიუღებელია, რაც ხდება უკრაინაში, არის აბსოლუტურად მიუღებელი და ჩვენ, ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში და ტრაგედია, რომელიც ხდება ძალიან მალე დასრულდეს. ადამიანები იღუპებიან და ეს ძალიან სამწუხაერო ფაქტია. იდევ ერთხელ, ჩვენი მთავრობის სახელით მინდა გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და უკრაინის მიმართ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, ყველა საერთაშორისო დონეზე, მხარი დავუჭირეთ პოლიტიკურად და რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ. ამას გარდა, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ დღეის მდგომარეობით, 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა დახმარების სახით უკრაინაში”, -ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *