გაზეთ კომერსანტის ინფორმაციით, რუსეთში ბავშვთა კვების მაწარმოებელ მსხვილ კომპანიებს უთავდებათ წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მარაგი.

ინფორმაციას გაზეთი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემაში ნათქვამია, რომ სავაჭრო ქსელები ემზადებიან გაყიდული პროდუქციის რაოდენობის შესაზღუდად ერთ სულ მყიდველზე.

უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო, მკაცრი ეკონომიკური სანქციების გამო, ანალოგიური პრობლემები მრეწველობის სხვა სფეროებშიც გაჩნდა.

გამოცემის ინფორმაციით, ასევე რუსეთში მხოლოდ 3-6 თვისთვის სამყოფი მარაგია იმ კომპონენტებისა, რომლებისგანაც მედიკამენტებს ამზადებენ, ამის შემდეგ კი ფაბრიკები შესაძლოა იმპორტირებული ნედლეულის გარეშე დარჩნენ.
გამოცემის თანახმად, აფთიაქებში იწურება ინსულინის და დიაბეტის მონიტორინგის და თერაპიის დროს გამოყენებული საშუალებების მარაგი. ხარისხიანი ინსულინი და ტექნიკა უცხოეთშია ნაწარმოები, მყიდველი ფასების გაორმაგებას ელის და ამის გამო პროდუქციას მასობრივად ყიდულობს, რაც, თავის მხრივ, იწვევს დეფიციტს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *