უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ინფორმაციით, რუსული ძალების საოკუპაციო ჯგუფში ქიმიკოსები გამოავლინეს, რაც იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ რუსეთი ქიმიური თავდასხმისთვის ემზადება.

უკრაინის სტრატკომი აცხადებს, რომ რუსი სამხედროების დოკუმენტებს შორის აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ოფიცრის აფტაევის მოწმობა. დოკუმენტში წერია, რომ აფტაევი მსახურობდა 21222 სამხედრო ნაწილში , რომელიც “ქიმიური იარაღის უსაფრთხო შენახვისა და განადგურების’’ ფედერალური ოფისია და ქალაქ პენზაში მდებარეობს.

ასევე, ცნობილია, რომ აფტაევმა დაამთავრა „სარატოვის ბიოლოგიური და ქიმიური უსაფრთხოების სამხედრო ინსტიტუტი“. შესაბამისად, მოპოვებული დოკუმენტები შეიძლება მიუთითებდეს, რომ რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *