რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში 15 დასახლებული პუნქტი დაბომბეს.

რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. დაზიანდა 37 ობიექტი, რომელთა უმრავლესობა საცხოვრებელი კორპუსებია.

ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

“რუსების დაბომბვის ქვეშ იყო 15 დასახლება — მარიუპოლი, ავდეევკა, უგლედარი, ვოლნოვახა, მარინკა, კრასნოგოროვკა, კრამატორსკი, დრუჟკოვკა, ანდრეევკა, სვიატოგორსკი, კამენკა, პავლოვკა, ზაიცევო, ივანოვკა. რუსული ჯარების დარტყმის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები”, — აცხადებს პოლიცია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *