„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატის შექმნისკენ მოუწოდებს, რომელშიც მონაწილეობას ოპოზიციაც მიიღებს.

გიორგი ვაშაძის ტქმით, უკრაინაში რუსული აგრესიის და შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ქვეყანა იმყოფება უდიდესი გამოწვევების წინაშე და ახლა შიდა დაპირისპირების დრო არ არის.

გიორგი ვაშაძის თქმით, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოება და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის ის პრიორიტეტები და გამოწვევები, რომლებზეც ხელისუფლებას და სახელმწიფოს მართებს დაუყოვნებლივი რეაგირება.

,,დასაკარგი დრო არ გვაქვს. კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ერთობლივი კონსულტაციები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და შეიქმნას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ფორმატი, ხელისუფლების და ოპოზიციის ერთობლივი მონაწილეობით, რომლის მიზანიც იქნება: მშვიდობის და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და აღებული ვალდებულებების დროული შესრულების მონიტორინგი; ეკონომიკური და ენერგო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება,’’-ამბობს გიორგი ვაშაძე.

,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ ლიდერი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხები არ არის მხოლოდ მთავრობის ან მხოლოდ ერთი პარტიის პრეროგატივა. საკითხი ეხება ეროვნულ უსაფრთხოების ინტერესს და საჭიროა ეროვნული ერთობის ჩვენება, რაც მოითხოვს მჭიდრო კოორდინაციას ხელისუფლებას, ოპოზიციას და საზოგადოებას შორის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *