უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური მოკლეს.

ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის პრესცენტრის ხელმძღვანელმა, სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.

სერგეი ბრაჩუკმა მადლობა გადაუხადა შეიარაღებულ ძალებს და ყველას, ვინც სამშობლოს ოკუპანტებისგან იცავს. ასევე, თქვა, რომ გამარჯვების სჯერა.

“ასე მოუვა ყველას, ვინც უკრაინელი ქალების გაუპატიურებას ცდილობს, ვინც უკრაინელი ბავშვების მოკვლას ცდილობს. პატიება არ იქნება”, – თქვა სერგეი ბრაჩუკმა.

მან აღნიშნა, რომ რუსი საზღვაო ქვეითები, რომლებიც ოდესის შტურმს გეგმავდნენ, ახლა “სადღაც ნიკოლაევსა და მარიუპოლს შორის ლპებიან”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *