წყალტუბოს საკრებულოს წევრის, ჯეირან ომანაძის კომპანიებმა შპს “ჯ და ჯ”-მ და შპს “როსტვერკმა” 100 ტენდერისა და 11 გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად 63,039,857 ლარი მიიღეს.

შპს “როსტვერკი” ჯეირან ომანაძემ 2012 წელს დააფუძნა. იგი კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია.

ამ კომპანიამ 2015-2022 წლებში ტენდერებიდან 16,171,651 ლარი მიიღო, გამარტივებული შესყიდვებით კი -792,678 ლარის ღირებულების კონტრაქტები. მოგებული 13 ტენდერიდან 6-ში შპს-ს კონკურენტი არ ჰყოლია, ხოლო 2 შემთხვევაში სხვა კომპანიის დისკვალიფიკაციის შედეგად გაიმარჯვა.

ჯეირან ომანაძე არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნებსაც, რომლის თანახმადაც, მას თანამდებობაზე გამწესებისთანავე უნდა დაეტოვებინა დირექტორის პოზიცია შპს „ჯ და ჯ”-სა და შპს “როსტვერკში” და საკუთარი წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის გადაეცა, თუმცა მას ეს დღემდე არ გაუკეთებია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს და მიმართავს:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს „ჯ და ჯ”-სა და შპს “როსტვერკის” სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს კომპანიებსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის;
საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს ჯეირან ომანაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *