შვედური ტელეარხის TV4 ინფორმაციით, ორი რუსული თვითმფრინავი, რომლებმაც 2 მარტს შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, ბირთვული იარაღით იყო აღჭურვილი.

გამოცემა წერს, რომ 2 მარტს კალინინგრადის რუსული ავიაბაზიდან ოთხი თვითმფრინავი აფრინდა. აქედან ორი კი, თავდასხმის თვითმფრინავი აღჭურვილი იყო ბირთვული იარაღით.

უკრაინაში, პუტინის ომის გამო შვედეთის საჰაერო ძალებმა გაზარდეს მზადყოფნა და წინასწარ შენიშნეს, რომ რუსი პილოტები გოტლანდისკენ მიემართებოდნენ.

“ეს არის სიგნალი შვედეთისთვის, რომ ჩვენ გვაქვს ბირთვული იარაღი და შეგვიძლია განვიხილოთ მათი გამოყენებაც” – ამბობს სამხედრო სტრატეგიული ექსპერტი სტეფან რინგი.

შვედეთის საჰაერო სივრცის დარღვევა დაახლოებით ერთი წუთი გაგრძელდა. საპასუხოდ, კი ქვეყნის საჰაერო ძალებმა ააფრინეს ორი JAS 39 Gripen თვითმფრინავი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *